saqarTvelos mdinareebi - Waniswyali

ტერიტორიული ერთეულები გუდაუთის მუნიციპალიტეტი
სათავე ეგრისის ქედი 42°40`55` ჩ. გ. 42°09`35` ა. გ.
შესართავი ხობისწყალი 42°21`55` ჩ. გ. 41°54`49` ა. გ.
სიგრძე 63 კმ
აუზის ფართობი 315 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 14.5 მ³/წმ

 

მდინარე საქართველოში. გაედინება დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო ვანეთის მხარის წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ხობის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. ხობისწყალის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1960 მ სიმაღლეზე. ჭანისწყლის სათავეს წარმოადგენს მდინარე წენწყარი. სიგრძე 63 კმ, აუზის ფართობი 315 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში.

მარჯვენა შენაკადებიდან აღსანიშნავია მდინარე ინწრა, ხოლო მარცხენა შენაკადებიდან - მდინარე აბანოსღელე. ამ უკანასკნელის ხეობაში მდებარეობს სულფატურ-ქლორიდული ნატრიუმ-კალციუმიანი სამკურნალო მინერალური წყალი სქური. ჭანისწყალის ნაპირებზე გაშენებულია მრავალი დასახლებული პუნქტი, მათ შორის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი წალენჯიხა. ჭანისწყლის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სკურის ციხე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 14,5 მ³/წმ.